ივენთის შესახებ

ყველაზე დიდი საავტომობილო ფესტივალი გელოდება 6 ივლისს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, არ აქვს მნიშვნელობა დრიფტი უფრო გიზიდავს თუ წრიული რბოლა, აქ ყველაფერი იქნება !

რუსთავის ავტოდრომის „მოკლე წრეზე, ესებში“ რვა, წინასწარ შერჩეული, უძლიერესი დრიფტერი დაუპირისპირდება ერთმანეთს. შეჯიბრი გაიმართება TOP8 Double Elimination პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ ყველა მონაწილეს ექნება „ერთი სიცოცხლე“ და პირველ წაგებაზე არ გამოეთიშება ბრძოლას, მონაწილეები ამ პრინციპით, უფრო თავისუფლად დადიან და უფრო მაგარ გარბენებს გვაჩვენებენ, მაყურებელს კი, გული არ დაწყდება როდესაც მისი საყვარელი დრიფტერი პირველ შეცდომას დაუშვებს !

იგივე მონაკვეთზე, გაიმართება „უცნაური წრიული რბოლა“ სადაც მონაწილეობა თავისუფალია, კვალიფიკაციის შედეგად შეირჩევა 16 საუკეთესო დროის მქონე მრბოლელი და დაუპირისპირდებიან ერთმანეთს raceX SHOWDOWN - ში, სადაც 16 მონაწილე დაიყოფა 4 ჯგუფად, ირბბოლებენ 4 წრეს და პირველი ორი მონაწილე გადავა სუპერ ფინალში!

სუპერ ფინალი შედგება ორი რბოლისგან, პირველ ნაწილში 8 მონაწილე განლაგდება კვალიფიკაციის დროების მიხედვით, სუპერ ფინალის მეორე რბოლაში კი, პირველი რბოლის შედეგების რევერსი იქნება, რაც ნიშნავს რომ, პირველ რბოლაში, პირველ ადგილზე გასული მრბოლელი დადგება მე-8 პოზიციაზე, მეორე ადგილზე გასული - მეშვიდე და ა.შ. „უცნაური წრიული რბოლის“ გამარჯვებული გამოვლინდება ორივე სუპერფინალში დაგროვილი ქულების ჯამით;

არ აქვს მნიშვნელობა ავტოსპორტის რა სახეობა გიყვარს, 6 ივლისს ნებისმიერი ავტომოყვარული გაერთობა!

გახსნა - 14:00 სადაც 30 წუთით, ნებისმიერ მაყურებელს შეუძლია შევიდეს სარბოლო მონაკვეთზე და დაათვალიეროს სპორტული ავტომობილები, გადაიღოს სურათები საყვარელ მრბოლელებთან, შემდეგ ავიდეს ტრიბუნაზე და ისიამოვნოს ძალიან მაგარი, უწყვეტი რბოლებით !

ადგილზე იქნება კვება და გამაგრილებელი სასმელები;

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ TKT.GE - ზე;

ფესტივალამდე დარჩენილია

სხვა კითხვები გაქვთ?

  • რატომ არის ეს დღე ესეთი მნიშვნელოვანი?
    raceX – ის მიზანია გააერთიანოს ყველა ავტომოყვარული, დრიფტიდან, წრიული რბოლიდან, აღმართის დაძლევიდან თუ უბრალოდ ქუჩიდან. drifter - ის გუნდს სურს, ყველას შეახსენოს, რომ ავტოსპორტი სახალისოა, გავატაროთ ერთი, კარგი, სახალისო დღე ერთად, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე !
  • ვინ მიიღებს მონაწილეობას?
    დრიფტის ნაწილში, წინასწარ არის შერჩეული დრიფტერის გუნდის მიერ ტოპ8 დრიფტერი. ესენი არიან:
    1. გიორგი ჯავახაძე
    2. დათო ჭეიშვილი
    3. გიორგი გრიგალაშვილი
    4. მათე როჭიკაშვილი
    5. გიორგი კოდუა
    6. ირაკლი შალიკაშვილი
    7. მევლუდ მელაძე
    8. ალექსანდრე ხეროდინაშვილი

    უცნაურ წრიულ რბოლაზე, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
  • რას ნიშნავს დრიფტში „ერთი სიცოცხლე“
    ყველა მრბოლელს ექნება ერთი სიცოცხლე, პირველი წაგების მერე, გადადის წაგებულების ბადეში და აქვს შანსი, ფინალამდე მიაღწიოს და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე დადგეს
  • რატომ ქვია უცნაურ წრიულ რბოლას, უცნაური?
    უცნაური არ არის, წრიულ რბოლაზე ერთადერთი შეზღუდვა, საბურავებზე რომ არის? უცნაური არ არის ოთხ ოთხი ავტომობილი რომ ეჯიბრება ერთმანეთს? უცნაური არ არის დათა ქაჯაიასთან ერთად, რომ შეიძლება მოხვდეს რბოლაზე ადამიანი, რომელიც პირველად გამოდის შეჯიბრზე? კი ეს ყველაფერი უცნაურია, მაგრამ რატომაც არა?!